Sunday, March 17, 2013


                   ანტინარკოტიკული  პროექტი     
,,ცხოვრება  სივრცეა, იპოვე   შენი  ადგილი’’   
   მსოფლიო  ისტორიაში აღწერილია  შემთხვევები,  როდესაც  ამა თუ  იმ  საზოგადოებაში  მიზანდასახულად შეტანილი  იყო  ნარკოტიკები  საზოგადოების  დეგრადაციის  მიზნით. 
   ნარკომანიის  შესახებ  უამრავი  მითი  არსებობს  მათ  შორისაა  ,,შეთქმულების  თეორია,’’ რომლის  მიხედვითაც  ნარკოტიკული  საშვალებები  მიზანმიმართულად  ერის  გასანადგურებლად  შექონდათ. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც  ადამიანის  აზროვნების  სტილი ისეთია, რომ იგი ,, შეთქმულების  თეორიას’’ იზიარებს ან  ნარკომაფიის  ძალას  განსაკუთრებით აღმატებით  კატეგორიაში  მოიაზრებს, მნიშვნელივანია  გვახსოვდეს, რომ ადამიანს  და  საზოგადაობას ძალუძს  მავანის   ბოროტ  ზრახვას  დაუპირისპიროს  პირადი  კეთილი  ნება. 
     პრობლემა:   
   მოზარდებში  ნარკოტიკული  ნივთიერების  მოხმარების  გავრცელება. 
  
 პროექტის  მიზანი:    
მოზარდების  ინფორმირება ნარკოტიკული  ნივთიერებების  მავნე  ზემოქმედების  შესახებ  გავაცნობ  მოსწავლეებს  ნარკოტიკული  ნივთიერებების  მოხმარების  ისტორიას                                                                                
  ამერიკის  კონტინენტზე  ჯერ  კიდევ  5000  წლის  წინათ  მთებში  მცხოვრები  ინდიელები  სიცივესა  და  შიმშილის  შეგრძნების  დასათრგუნვად  იყენებდნენ  ტროპიკულ   მცენარის  კოკას  ფოთლებს  , ამის  სანაცვლოდ  კოკას  რეგულარული  გამოყენება  იწვევდა  ორგანიზმის  დეგრადაციას  ისინი  30  -35  წლის  ასაკში  ღრმად  მოხუცებულებს  ჰგავდნენ  .  სცადეს  შემოეტანად  კოკა  ევროპაში ,  რასაც  დიდი  წინააღმდეგობა  გაუწია  ეკლესიამ ,  ამჟამად  სხვადასხვა  დასახელების  ნარკოტიკული  საშუალებები  ,  როგორც  საქართველოში  , ისე  სხვა  ქვეყნებში.  ნარკოტიკების  მოხმარებასა  და  გავრცელებას  ებრძვის  სახელმწიფო  კანონი,  მაგრამ  მე  ვფიქრობ  ამ  ბრძოლაში  გადამწყვეტი  სიტყვა  საზოგადოებას  ეკუთვნის
   პროექტის  სავარაუდო  შინაარსი: 
ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება საკუთარი სიცოცხლის ხელყოფა.
  თვითოეულ სოფელსა თუ ქალაქში უამრავი შემთხვევებია ჭარბი ნარკოტიკული ნივთიერებების მიღებისაგან ახალგაზრდობის დაღუპვისა. 
  საჭიროა მსგავსი შემთხვევების გაანალიზება, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.
 პროექტის განხორციელების გზები:
. შევაგროვებ ცნობებს ორგანიზმზე ნარკოტიკული ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შესახებ, ამ მიზნით გამოვიყენებ სამედიცინო ენციკლოპედიას, ბროშურებს, ინტერნეტს.
. ავიღებ ინტერვიუებს მოზარდებისაგან და ავაანალიზებ. გავაკეთებ დასკვნას კერძოდ რამდენად სერიოზულია იგი ჩვენს საცხოვრეელ რეგიონში.
. მოვაწყობ მოსწავლეებში დისკუსიას, როგორი გსურთ იყოს თქვენი მეგობარი და რას გააკეთებთ თქვენ პირადად მისი სიცოცხლის დასაცავად.
 პროექტის სავარაუდო შედეგი:
პროექტის სავარაუდო შედეგი შეიძლება იყოს ანტინარკოტიკული შინაარსის სტატია სასკოლო კედლის გაზეთისათვის, სასკოლო კონფერენციის მოწყობა, რომელზედაც მოვიწვევ მშობლებს, ცნობილ ადამიანებს,ექიმ-ნარკოლოგს და სხვა.
მოსწავლეთა  ასაკი:
            15-17  წელი

   ვადები :    1  თვე.
   საგნებთან/საგნობრივ   ჯგუფებთან/  ეროვნულ  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი:
  დავამყარებ  კავშირს  ქიმიასთან,  ბიოლოგიასთან   ვიზრუნებ  იმისათვის  ,რომ ემი  მუშაობა  მიმართული  იყოს  მომავალი  პროგრესული  და  განვითარებადი  თაობის  ჩამოყალიბებისათვის .
   პროექტის  ხელმძღვანელი:    ამირან  გედიანიძე

   ხელმძღვანელის  ელ.ფოსთა:  agedianidze@gmail.com
  პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი:  agedianidze.blogspot.com